1 6 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ახალ თანამშრომლებს აქტიურად ეძებს

გაბედე, ისწავლე, შექმენი, შეცვალე, შთააგონე

 

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, მოტივირებული თანამშრომლების დასაქმების პროცესს აგრძელებს.  აქ შეგიძლია შეუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვით გამოირჩევა. 

 

ვაკანსიები სხვადასხვა გუნდშია გამოცხადებული: მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, პროდუქტების, მონაცემთა ანალიზის და მართვის, ეჯაილის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით.  განსაკუთრებით ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე, სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა და ინდივიდუალური კარიერული წინსვლის გეგმა დაგხვდება.

 

თიბისის გუნდისთვის გამარჯვებისა და წარმატების გზა თვითგანვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე დგას, ამიტომ, თიბისიში განვითარების არაერთი შესაძლებლობა დაგხვდება – მათ შორის, პლატფორმა თიბისი აკადემია, რომელიც წამყვანი და მოთხოვნადი პროფესიების სრულიად უფასოდ დაუფლებას გთავაზობს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსები.

 

„თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით გამოირჩევა. თიბისი მრავალფეროვან ეკოსისტემას ქმნის, რაც გუნდში დასაქმებულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების დიდ შესაძლებლობას აძლევს. თიბისელებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის შესაძლებლობების შექმნით ვაღწევთ“, – გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.  

 

თიბისისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. ასევე, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ტარდება თერაპიული ვორქშოპები, ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლით ვარჯიშები და სხვა.

 

2009 წლიდან არსებობს ფონდი "თიბისელები“, რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა. ფონდი თითოეული თიბისელის საამაყო პროექტია, რომელიც ერთიანი ძალებით, ყოველწლიურად ასობით თიბისელს და მათ ოჯახის წევრებს ეხმარება. ასევე, მრავალშვილიანები - უკვე ბევრი წელია თიბისისთვის განსაკუთრებული პროექტია: თიბისელს, რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავს მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მათ დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.

 

თიბისელები პარტნიორ კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებები სარგებლობენ. ხშირად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი შეხვედრები, რაც მათ ყოველდღურობას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესო ხდის. 

 

თუ გინდა, რომ განსაკუთრებული კულტურით გამორჩეული გუნდის ნაწილი გახდე, საერთაშორისო განვითარების პროცესში ჩაერთო და სხვა თიბისელებთან ერთად ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისია გაიზიარო, შეუერთდი თიბისის და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე. გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს აქ, გახდი თიბისელი!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები