1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ბერას ხმით მოსაუბრე 13-18 წლისაა, ღარიბაშვილის – 25-30 წლის, ჩუბინიძის – 35-40 წლამდე – პროკურატურა

პროკურატურის მტკიცებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ “ტვ პირველის’ ეთერში გასული აუდიოჩანაწერებში ბერას ხმით მოსაუბრე პირი 13-18 წლის ასაკისაა, ღარიბაშვილის – 25-30 წლის, ხოლო ანზორ ჩუბინიძის – 34-40 წლის

“მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13 – 18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.” ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები