0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკა ორივე დოზით ვაქცინირებულებს პირბადის ტარებისგან და დისტანციის დაცვისგან ათავისუფლებს

განცხადება შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა გააკეთა. ეს ეხება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებს-ვაქცინირებულებს ნიღბის ტარების ვალდებულებას ვაშინგტონი უხსნის, თუმცა კერძო ბიზნესს და ადგილობრივ მთავრობებს რეგულაციების შენარჩუნების უფლებას უტოვებს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველად, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ნიღბების გარეშე გამოვიდნენ. ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა ეს გააკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ნიღბები აღარ ატარონ და არც სოციალური დისტანცია დაიცვან.

“რამდენიმე საათის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა, რომ აღარ იძლევიან რეკომენდაციას, სრულად ვაქცინირებულმა ხალხმა ნიღბები ატარონ. ასეთია რეკომენდაცია იმის მიუხედავად, გარეთ ხართ თუ შიგნით. ვფიქრობ, ეს დიდი გარდატეხა, დიდებული დღე. ეს უამრავი ამერიკელის ვაქცინირების განსაკუთრებული წარმატებით გახდა შესაძლებელი,”- ამბობს  აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულად მიიჩნევს პირს, რომელმაც ოროდზიანი ვაქცინის, Pfizer-ის ან Moderna-ს ორივე დოზა გაიკეთა და მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირა და მეტი გავიდა.

ან იმ ხალხს, რომელმაც ერთდოზიანი johnson and johnson-ის ვაქცინა სულ მცირე 2 კვირის წინ გაიკეთა.

ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სრულად ვაქცინირებულებისთვის აღარ არის საჭირო ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება შენობაში და გარეთ, თუ ამას ფედერალური, შტატის ან ადგილობრივი ბიზნესების მიერ დადგენილი წესი არ ითხოვს. აღარ არის საჭირო ტესტირება და თვითიზოლაცია ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას.

ასევე არ არის სავალდებულო PCR ტესტის წარდგენა ამერიკის დატოვებისას, თუ ამას არ ითხოვს მიმართულების ქვეყანა. რაც შეეხება ამერიკაში მომავალ მგზავრებს, მათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებათ, თუმცა თვითიზოლაციისგან თავისუფლდებიან.

“თუ სრულად აცრილი ხართ და შეგიძლიათ ნიღბის მოხსნა, თქვენ იღებთ უფლებას გააკეთოთ ის, რითაც ამერიკელები მსოფლიოში განთქმულები არიან. ღიმილით მიესალმოთ სხვებს. ეს ქვეყნისთვის კარგი დღეა, თუმცა ბოლომდე არ დაგვისრულებია. ისევ ვკარგავთ ბევრ ამერიკელს, რადგან ძალიან ბევრი აუცრელი ადამიანი გვყავს. 4 ივლისამდე მოზრდილთა 70% უნდა ავცრათ,”- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები