1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უნდათ რომ გავჩერდეთ და მივირთვათ ის, რაც გვაქვს, მერე კი, აი, ასე მოხდება…” – ლუკაშენკო

“არ გეჩვენებათ, რომ გადაწყვიტეს კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო?”, – ამის შესახებ ბელარუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს.

ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ კორონავირუსის დახმარებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ არსებული ვითარება, შეცვალონ მსოფლიო და დაამყარონ ახალი წესები.

„არ გეჩვენებათ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ომის გარეშე, ამ კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო? ჩვენ გვიბიძგეს იმისკენ, რომ გავჩერდეთ და მივირთვათ ის მცირედი სავალუტო რეზერვები, რომელიც გვაქვს. შემდეგ გამოუშვებენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს და ისინი ვინც ფეხზე დგანან მოვლენ და გვეტყვიან: აჰა თქვენ ცოტა და გააკეთეთ ის, რასაც გეტყვით. აი, ასე შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები