2 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

"არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს პაროლია - „martians“"

  Tesla-ს შეფმა და თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ,  ილონ მასკმა  უფასო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პაროლი ტვიტერზე ატვირთა.

"არავის უთხრათ, მაგრამ Wi-Fi-ის პაროლი არის "martians" (მარსელები)" - წერს ილონი და ამით ეხმაურება დედამიწის ორბიტაზე პირველი თანამგზავრების გაშვებას, რომლებმაც მსოფლიოს ახალი თაობის WiFi კოსმოსიდან უნდა მიაწოდონ. მასკის თქმით, ინტერნეტის თანამგზავრების სიგნალს Tintin A და B ერქმევა.

თუ საცდელი ეტაპი წარმატებით დასრულდება, პირველი თანამგზავრები ინტერნეტის მოწოდებას 2019 წლიდან დაიწყებდნენ. ხოლო, გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის პროექტი სრული დატვირთვით ამუშავდება. SpaceX ორბიტაზე 4 425 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს, რისი მეშვეობითაც ახალი თაობის ინტერნეტით მთელი მსოფლიო უნდა დაფაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები