0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა პირები, რომლებიც ვადაგასულ და საკვებად უვარგის რძის პროდუქტებს სასაქონლო იერსახეს უცვლიდნენ და თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში მის მოტყუებით რეალიზებას ახდენდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი, დაახლოებით, ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი ამოიღეს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები