0 6 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლილუაშვილი “მთავარს”, “ფორმულასა” და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი “მთავარ არხს” “ფორმულასა” და ენმ-ს წევრს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივის.

ადვოკატების მტკიცებით, ე.წ. “ქოლ-ცენტრების” თაღლითურ საქმიანობასთან ლილუაშვილის დაკავშირება ცილისწამებაა და შეილახა სუს-ის უფროსის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

“გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.

აღნიშნული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.

განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.

სარჩელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ მომდევნო კვირას, პრეს-კონფერენციის ფორმატში”,– ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები