1 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წააქციეს, დაადეს ხელბორკილები, ძალის გამოყენებით გაიტაცეს – იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ცოლის, ლიზა იასკოს თქმით, აქვს ინფორმაცია, აქვს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში გადაყვანისას წააქციეს და ხელბორკილები დაადეს.

“ძალის გამოყენებით გაიტაცეს გორის ჰოსპიტლიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის წააქციეს, დაადეს ხელბორკილები. როგორ მდგომარეობაშია, დაკარგა თუ არა გონება, არავინ იცის. ეს ყველაფერი ცინიკურად, ღამით გაკეთდა, როდესაც ყველას სძინავს. ღამეა უკრაინაშიც, ევროპის ქვეყნებშიც საშობაო არდადეგებია, ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ქმედებაზე სწრაფი რეაქცია არ იყოს. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ჯანმრთელია, ვიცი, რომ იმავე დღეს ის ფეხზე არ დგებოდა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო”, – განაცხადა იასკომ ფორმულასთან.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის გამო, შეძლებენ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები