1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა"

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ექსპრეზიდენტის საქმე აიყვანა პრიორიტეტზე და დააკმაყოფილა დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნა.

მისი თქმით, სასამართლომ სახელმწიფოს ექსპრეზიდენტის ადეკვატური მკურნალობა და მისი უსაფრთხოების დაცვა დაავალა.

“სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად აცნობოს სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ციხის მე-18 დაწესებულებაში.

ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს გარემოება, ის ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა. ასევე, შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მისი ადეკვტური მკურნალობა და უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”,– აცხადებს გვარამია.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ “ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, გამბედაობა და არ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მხოლოდ რუსეთი იღებს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები