მსოფლიო
“ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება… უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა
2021-10-26 19:37:22
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება წაიკითხა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცახადება კატეგორიულია და მესამე პრეზიდენტით ხაზგასმით აცხადებს უარს გლდანის ციხეში გადაყვანაზე.
“როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან თავისუფლება. ნებსმიერი სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები