მსოფლიო
სააკაშვილი - თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი
2021-10-14 17:05:19
დღეს მე ქართული საზოგადოება ვიზუალურად ვერ მხედავს და არც ჩემი ხმა ისმის ლაივში, და თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი. ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა მოვიგოთ ყველა დიდი ქალაქი და ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქის ყოვლისშემძლეობის მითი საბოლოოდ დასამარდება და ჩვენი ხალხი საბოლოოდ ირწმუნებს თავის ძალას. ქალაქებში უფრო რთულია გაყალბება და თუ ძალიან ბევრი ვიქნებით გაყალბების მასშტაბები არ ეყოფათ. რა თქმა უნდა, გვინდა რეფერენდუმი, იმაზე, რომ პარლამენტი დაბრუნდეს ქუთაისში, სადაც დამტკიცდება კოალიციური მთავრობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
კომენტარები