პოლიტიკა
გია ხუხაშვილი - თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა
2021-10-03 09:38:00
პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი - თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი,- ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სააკაშვილის “ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ოპოზიცია.
“რამდენიმე მოსაზრება: 1. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43%-იან დათქმას აქტუალობა დაუკარგა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დასავლეთის მხარდაჭერით პირდაპირი საფუძველი გამოეცალა. 2. პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, პირველ რიგში დიდ ქალაქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი. 3. თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი, რაც მინიმუმ იმის წინაპირობაა, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს ხელისუფლება ცალსახად წააგებს. 4. სააკაშვილის “ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია (არა „ნაცმოძრაობა“), რომლის ჯამური შედეგი შესაძლოა 5-7%-ით მეტი ყოფილიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ავტომატურად შექმნა მეორე პოლუსის მობილიზაციის საფუძველი, რომელიც ტრადიციულად უფრო დიდი აღმოჩნდა“, -წერს ხუხაშვილი.
კომენტარები