1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს, ეს აუდიოჩანაწერები ატარებს პირად ხასიათს, მოპოვებულია უკანონოდ”

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ არხი არ გამოაქვეყნებს სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს:

“მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს. ეს აუდიოჩანაწერები ატარებს პირად ხასიათს, მოპოვებულია უკანონოდ და არავითარ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს. ამ ჩანაწერებში საზოგადოებრივი ინტერესი ერთადერთია – რატომ ახორციელებდა სახელმწიფო უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას. ამ კონტექსტში ჩვენ გამოვაქვეყნებთ მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც მიდიოდა უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ ამ პირებს ნამდვილად უსმენდნენ, პირის იდენტიფიკაციის მიზნით, გამოვაქვეყნებთ ერთი-ორ წინადადებიან აუდიო ჩანაწერს, რომელსაც არავითარი მაკომპრომეტირებელი შინაარსი არ ექნება” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები