პოლიტიკა
სახლი მონური მორჩილების ფასად? მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის ქონება...
2021-09-11 10:37:48
ეს ქართული ოცნების პოლიტიკური კონიუნქტურის პირმშოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, მერაბ გაბინაშვილის სახლია, დუშეთის მუნიციპალიტეტს სოფელ წითელისოფელში.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გაბინაშვილი, რომელიც მიუხედავად უზენაეს სასამართლოში გადანაცვლებისა, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ჩინჩალაძის ჩრდილიდან, სახლს 2017 წელს, 90 ათას დოლარად ყიდულობს, სიღარიბით სავსე ქვეყანაში.
გაბინაშვილის სახლი საკმაოდ მოცულობითია, ვერანდებით, მდიდრული ეზოთი, მოპირკეთებითა და ძვირადღირებული ავეჯით.
თუმცა, რატომღაც ისე ხდება რომ მაშინ, როდესაც ბავშვები შიმშილობენ, სიღარიბე და უმუშევრობა იზრდება, ლარი უფასურდება, ეკონომიკა კი ჩამოშლის პირასაა, სისტემის მორჩილი მოსამართლეები ერთი მხრივ მდიდრდებიან, მეორე მხრივ კი, სასახლეებს ყიდულობენ.
“ეს არის მორჩილებისა და ბრძანების შესრულების ფასი. გაბინაშვილი სისტემის მსახურია. ის კანონს კი არა, ქართულ ოცნებას ემორჩილება და შესაბამისად, მისგან უხვადაც საჩუქრდება” - გვიყვება წყარო უზენაესი სასამართლოდან, რომელსაც შეხება აქვს მოსამართლეებთან.
“მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა უნდოდა და ამისათვის არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ, სასულიერო პირებსაც იყენებდა. თუმცა, მაშინ, მისი გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან მიანიშნეს რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გამხდარიყო სისტემის მორჩილი. ისიც დათანხმდა”, - ამბობს იგი.
ახლა, მერაბ გაბინშვილი, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნდობით აღჭურვილი პირია და როგორც ჩანს, მის დირექტივებსაც უსიტყვოდ ასრულებს, რაც შეიძლება ითქვას რომ კრიტიკული მედიის დამფუძნებლის მიმართ გამოტანილი პოლიტიკური გადაწყვეტილებათაც დადასტურდა.
მან, სხვებთან ერთად, ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირდაპირ ეხმაურებოდა პრემიერ ღარიბაშვილისა და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ღია მუქარას დავით კეზერაშვილის შესახებ.
პ.ს: უზენაესი სასამართლოს თანამშრომელი გვიყვება რომ მერაბ გაბინაშვილს კიდევ რამდენიმე საინტერესო ქონება აქვს, რომელიც მისი ინფორმაციით, სხვის სახელზეა რეგისტრირებული, რადგან ქონების წარმომავლობის დასაბუთება შეუძლებელია (ამაზე მოგვიანებით).
მისი აზრით, გამორიცხული არ არის რომ ეს სისტემის საჩუქარია. საჩუქარი პოლიტიკური და მონური მორჩილების სანაცვლოდ.
კომენტარები