პოლიტიკა
ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს საქართველოში – ტიკარაძე
2021-09-07 13:30:56
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვერ ხედავს საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
“დავაკვირდით, რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ – ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება”,– თქვა ტიკარაძემ იმედთან საუბრისას.
ცნობისთვის, NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მხარს უჭერს მასწავლებლებისა და ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას
კომენტარები