1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა

ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კახა კალაძის მიერ ნარკოტესტის გავლას და მის მოწოდებას, ყველა კანდიდატმა იგივე გააკეთოს.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ უხერხულია, როცა კალაძეს და სხვებს სადღაც უწევთ კოლბებით სიარული.

“მე მგონია, რომ ზოგადად ეს წესი ძალიან უხერხული წესია და ძალიან მეუხერხულება, როცა კახა კალაძეს ჩვენ, სახელმწიფო სისტემა ვაგზავნით სადღაც შარდის ჩასაბარებლად. ასევე, მეუხერხულება ეს, როცა ჩემს თავს ეხება ან სხვას, ამიტომ ყოველთვის ღიად ვაცხადებ – ხალხო, თუ კითხვები არსებობს ჩემი შარდის შესახებ, მირჩევნია ღიად დავაფიქსირო, რომ არ არის სუფთა, ვიდრე ვიარო სადღაც კოლბებით ჩასაბარებლად. ასე ერთმანეთს არ უნდა მოვექცეთ პოლიტიკოსები, ეს არაფერ შუაშია, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს მომავალში,”- განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები