1 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოლარიუმის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა სოლარიუმის მოხმარებისას არსებულ რისკებს განმარტავს და აცახდებს, რომ მზიან ქვეყანაში სოლარიუმის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

სტურუას თქმით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. ამასთან, მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანაში სოლარიუმის მოხმარება არასრულწლოვნებში ან 35 წლამდე აკრძალულია. ასეთ ქვეყნებში საკითხი კანონმდებლობით კონტროლდება და ისევე როგორც, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, სოლარიუმშიც მომხმარებლის ასაკით ინტერესდებიან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები