2 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

WHO-მ „მაიმუნის ყვავილის” ეპიდემია გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მიმდინარე მაიმუნის ყვავილის (Mpox) ეპიდემია ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

ვირუსის ახალმა მომაკვდინებელმა შტამმა, აფრიკის ოთხ, აქამდე ვირუსით ხელუხლებელ, პროვინციამდე მიაღწია. ახალი ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და 500-ზე მეტი გარდაიცვალა. კონგოდან დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში.

ამ ვირუსული დაავადების ეპიდემია 2022-2023 წლებშიც იყო. წლევანდელი აფეთქება უფრო საშიში შტამის გავრცელებამ გამოიწვია.

Mpox, ცნობილი როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ვირუსი შესაძლოა ასევე გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები