0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

8 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება - დედის მტკიცებით, სასტუმროს მფლობელი, სადაც თავად მუშაობს თავის შვილზე ძალადობდა

8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში 30 წლის მამაკაცს ბავშვის ოჯახი ადანაშაულებს. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც ბავშვის დედაა დასაქმებული. როგორც ქალი ჰყვება მას შვილი სამსახურში ხშირად დაჰყავდა.  

ბავშვის დედის მტკიცებით, სასტუმროს მფლობელი, 30 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე მის შვილთან გარყვნილ ქმედებას პერმანენტულად ჩადიოდა. 

მისი თქმით, მსგავსი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, რის შემდეგაც მან შვილს გამოჰკითხა, რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ზრდასრულ მამაკაცს მასთან.

ბავშვის ნაამბობის შემდეგ კი ქალმა, ჯერ სამართალდამცველებს შემდეგ კი სოციალურ სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 8 წლის გოგონა გამოჰკითხა ფსიქოლოგმა და ჩაუტარდა ექსპერტიზა. გამოძიება ამ დროისთვის სწორედ ექსპერტიზის პასუხებს ელის.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები