0 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მკვლელობა რუსთავში - სავარაუდოდ, ბიძამ 13 წლის ძმის შვილი მოკლა

მამაკაცმა, რომელმაც რუსთავში ძმისშვილი მოკლა, ჯერ საკუთარ ძმას სცემა და სახლიდან გააგდო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის მეზობლებმა განუცხადეს.

მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც ძმას ფიზიკურად გაუსწორდა და სახლიდან გააგდო, მამაკაცმა კარი გადაკეტა და ძმისშვილი მოკლა.

მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, გუშინ ის ძმამ და მეზობლებმა თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ადგილების უქონლობის გამო, საავადმყოფოში არ მიიღეს. მათივე ცნობით, მოგვიანებით მამაკაცი ოჯახმა სხვა საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც დამამშვიდებელი საშუალება მისცეს.

მკვლელობა რუსთავში, მერვე მიკრორაიონში დღეს დილით მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები