0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა

პოლიციამ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა. ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.მ. დააკავეს. 

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები