0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 წარმატებული ემისია - „თეგეტა ჰოლდინგი“ კაპიტალის ბაზრებზე

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ წლებია, ავტოინდუსტრიაში პრეცედენტებს ქმნის, თუმცა 2023 წელი კომპანიის ისტორიაში გამორჩეული იყო - „თეგეტამ“ სრულიად ახალი განაცხადი გააკეთა კაპიტალის ბაზარზე. „თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდები, პირველი ფასიანი ქაღალდები ფიზიკური პირებისთვის ლარში და სხვა.

7 ემისიის სახით „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ კი 477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია.

კაპიტალის ბაზარზე გასვლის შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგს“ ახლა კორპორაციული და ინსტიტუციური ინვესტორები ჰყავს, ასევე ადგილობრივი რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები. ინვესტორთა მაღალი აქტივობა კი მთავარ სათქმელს ამბობს - „თეგეტა ჰოლდინგი“ გამორჩეულად მაღალი ნდობით სარგებლობს.

მანანა  ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:  „თეგეტა ჰოლდინგის“ ემისიები პრეცედენტული იყო ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვისაც და თავად ჩვენი კომპანიისთვისაც. გასულ წელს ჩვენმა კომპანიამ ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდი გამოუშვა, ეს ავტოინდუსტრიაშიც პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდები იყო და ჰოლდინგისთვისაც უმთავრესი - მოვიზიდეთ რა კომპანიის ისტორიაში პირველი პირდაპირი უცხოური რესურსი. ამას მოჰყვა პირველი ფასიანი ქაღალდები ფიზიკური პირებისთვის ლარში, რაც აქამდე არცერთ ემიტენტს  გაუკეთებია, ეს კი ნიშნავს, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“, ფაქტობრივად, არარსებულ ბაზარზე შევიდა.

ინვესტორთა ინტერესი ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ ფასიან ქაღალდებზე დოლარისა და ევროს შემთხვევაზე არანაკლები იყო, მიუხედავად იმისა, რომ, თუ რეზიდენტ პირთა ქცევას დავაკვირდებით, აშკარაა, საზოგადოების დიდი ნაწილი დანაზოგს ძირითადად უცხოურ ვალუტაში აკეთებს. ამასთანავე, არამხოლოდ ადგილობრივ პირთა, მეტიც, ეროვნული ვალუტისადმი უცხოელ არარეზიდენტ პირთა დაინტერესებაც აღსანიშნავია. ამ გამორჩეული ტრანზაქციით შევძელით კაპიტალდაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობის შექმნა და ამ კუთხით ბაზარი სწორედ „თეგეტა ჰოლდინგმა“ გააჩინა. ვიმედოვნებთ, ჩვენ შემდეგ იმავე ნაბიჯს სხვა კომპანიებიც გადადგამენ.

„თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ მაღალი ინტერესი აჩვენებს, რომ კომპანია ინვესტორებში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, რომლებიც გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის შემდეგ იღებენ და გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებისას გადამწყვეტი კომპანიის ისტორია, რეპუტაცია და ფინანსური შედეგებია“.

ინვესტორთა მაღალი ნდობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია 2023 წლის ბოლოს „თეგეტას“ მიერ ახალი, 20 მლნ ევროს ეკვივალენტი, მულტისავალუტო პროგრამის გამოცხადება. ეს ნაბიჯი ავტოინდუსტრიის ლიდერმა 30 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამისადმი ინვესტორთა გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე მიიღო. ამ შემთხვევაშიც გარიგების ექსკლუზიური პარტნიორი საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტი“ გახლდათ. სწორედ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანიამ საქართველოში პირველი მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დახურა. 30 მლნ-იანი პროგრამის ემისია სამ ტრანშად განხორციელდა. 

15 დეკემბრის შემდეგ, 20 დეკემბრის განაცხადია, როცა „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ობლიგაციების მოცულობამ მაშინ 20 მლნ ლარი შეადგინა, ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი კი „თიბისი კაპიტალი“ იყო. მაღალი ინტერესის შედეგად ეს კონკრეტული ობლიგაციები 86-მა ფიზიკურმა პირმა აითვისა, რომელთაგანაც 21 არარეზიდენტი გახლდათ.

„კაპიტალის ბაზრების განვითარება ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის, რომ მომავალშიც მეტი რესურსი მოვიზიდოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. გარდა ამისა, როგორც იცით, ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში კაპიტალის ბაზრის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გასულ წელს ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდაში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ღირებული წვლილი შეიტანა და იმედი გვაქვს, ამ ნაბიჯებით ბაზარი მეტად მიმზიდველი გახდება ინვესტორებისათვის, პოტენციურ ემიტენტებსა თუ მყიდველებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მეტ წვდომას მივცემთ“, - ამბობს მანანა ხინაშვილი.

2023 წლის მაისით თარიღდება ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ის პირველი საჯარო ემისია, რომელშიც ინვესტიცია ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებშიც, „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი და მხარდამჭერი საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტი“ იყო, რომელიც ემისიის მთელ პროცესს წარმართავდა. 2023 წლის მაისში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 20 მლნ აშშ დოლარისა და 5 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესვლის თაობაზე კომპანიას დიდხანს არ უფიქრია, ამ გზაზე მთავარი სწორი დროის შერჩევა იყო, ანუ მომენტის, როცა კომპანიის საჭიროებისა და ბაზრის მზაობა ერთმანეთს დაემთხვეოდა.

ემისიის პროსპექტის მომზადება დიდ პროცესს გულისხმობს. ფასიანი ქაღალდების ბაზრისადმი ინტერესი აშკარა იყო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია  ბაზარზე გასვლის დრო. ამბიციური ნაბიჯის გადადგმამდე არაერთი ანგარიში მოვამზადეთ და გავასაჯაროეთ. პროცესი გამჭვირვალობის სრული დაცვით წარიმართა. ვფიქრობ, ამ ტიპის აქტივობებმა კომპანიის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო მეტად გაზრდა განაპირობა“, - ამბობს მანანა  ხინაშვილი.

 „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკი იყო, როცა კომპანიამ, 2023 წლის ივლისში, 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. მწვანე ობლიგაციები ის ფასიანი ქაღალდებია, რომელთა გამოშვების შემთხვევაშიც ემიტენტი მოზიდული ინვესტიციით ისეთ პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოს მდგრად განვითარებას. ბუნებრივია, ასეა „თეგეტა ჰოლდინგის“ შემთხვევაშიც. მწვანე ემისიის ფარგლებში „თეგეტა“ გეგმავს: მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციას; ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 70 დასატენი სადგურის მოწყობას. მწვანე ობლიგაციების ვადად 2,5 წელი განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ე.წ. მწვანე პროექტები ამ პერიოდის განმავლობაში უნდა განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ობლიგაცია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში პირველი ემისიაა. კომპანიამ ამ ნაბიჯითაც პრეცედენტი შექმნა და როგორც ავტოსფეროში, ისე ამ მიმართულებითაც პირველობა არც ამ შემთხვევაში დათმო.

მანანა  ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ყველა სხვა ემისია, გარდა მწვანე ობლიგაციებისა, მოხმარდა არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას. პირველი - ამ გზით კომპანიას მსესხებლების დივერსიფიცირების საშუალება ეძლევა; მეორე - მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა საპროცენტო ხარჯი; მესამე - ობლიგაციების ემისია საუკეთესო საშუალებაა ფინანსური რისკების დასაზღვევად. „თეგეტა“, როგორც კომპანია, მუდმივად იზრდება და იზრდება არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, ეს კი ნიშნავს, რომ გვეზრდება შემოსავალი უცხოურ ვალუტაშიც. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობის ფარგლებში, უფრო მეტი უცხოური ვალუტის საჭიროება გვაქვს, ემისიებით კი, რომლებიც დოლარსა და ევროში განვახორციელეთ, შევძელით ეს საჭიროება დაგვეკმაყოფილებინა. რაც შეეხება მწვანე ობლიგაციებს, ეს სრულად ინვესტიციაა მწვანე პროექტებში და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია“.

რაც შეეხება 2024 წელს, „თეგეტა ჰოლდინგი“ კვლავ გეგმავს მულტისავალუტო ემისიების განხორციელებას, თუმცა განსაკუთრებული სამზადისი ამ გზაზე კომპანიას 2025 წლისთვის აქვს.

---

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები