1 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები კვლავ დივერსიფიცირებულია

 

ეკონომიკის მიმდინარე ძლიერი ზრდა აჩენს კითხვას სავალუტო შემოდინებების კუთხით ერთ წყაროზე, კერძოდ რუსეთზე დამოკიდებულების მხრივ. ბოლო ერთი წლის მონაცემებზე დარყდნობით, შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიული დივერსიფიცირება მთლიანობაში გარკვეულწილად გაზრდილია კიდეც. კერძოდ, ევროკავშირი ინარჩუნებს პირველ ადგილს, რუსეთის წილი გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდით, 2019 წელთან შედარებით დიდწილად ერთ დონეზეა, სხვა ქვეყნების კონტრიბუცია კი გაზრდილია.

 

ცალსახაა, რომ მიგრაციის ეფექტის შედეგად, ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის გარეშე იქნებოდა. აღნიშნული, მიგრანტებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებულთა მაღალი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის დინამიკაშიც იკვეთება. ამავდროულად, მიუხედავად საერთო აღქმისა, გეოგრაფიული წყაროებისა და შემოდინებების ტიპების მიხედვით, დივერსიფიცირება კვლავ მაღალია. ასევე, თიბისი კაპიტალის ოსაზრებით, ფულადი გადარიცხვების რუსული კომპანია Unistream-სათვის ახლახან დაწესებული სანქციების გათვალისწინებითაც, სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება. 

 

გასულ კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, 17 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და ამავდროულად, ივნისში სესხების მეტი დოლარიზაცია. ეს დინამიკა, სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, თიბისი კაპიტალის აზრით, მომდევნო კვირაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით შემცირების არგუმენტია.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები