1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Apeople - მა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს გულშემატკივართან შეხვედრა მოუწყო და ფულადი პრიზები გადასცა

 

დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, აჭარაბეთის  ხუთმა ამბასადორმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ძიუდოს ისტორიაში მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა.

 

ტატო გრიგალაშვილი, დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატამზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ტიტული დაიცვა. ტატო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. აჭარაბეთის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ტატოს ბრწყინვალე გამარჯვებას.

“მსოფლიო ჩემპიონატს ძალიან დადებითად შევაფასებ,  ძალიან სასიამოვნოა,როდესაც ისტორიულ შედეგებში მიგიძღვის წვლილი. რათქმაუნდა,ძალიან მოხარული ვარ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანი ვარ ვინც ეს შეძლო და ზედიზედ ორჯერ მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი, რათქმაუნდა ვეცდები ეს ტიტული მესამედაც ჩემი გახდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია „აჭარაბეთის“ და გულშემატკივრების მხარდაჭერა, ეს არის მოტივაცია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ერთად კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია“- განაცხადა  ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა.

 

კომპანია აჭარაბეთი  მრავალი წელია ქართველი ძიუდოისტების აქტიური

მხარდამჭერია.

აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების   შესაძლებლობების გამოვლენა და  ქართველი გულშემატკივრის გახარება.

სწორედ ამ მიზნით და აჭარაბეთის ინიციატივით, ჩემპიონატიდან დაბრუნებული ძიუდოისტები გულშემატკივრებს შეხვდნენ და ამასთან ერთად კომპანიამ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

 

გვჯერა, რომ აჭარაბეთის მხარდაჭერით, ქართველ ძიუდოისტებს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელით!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები