1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რასაც ვვარაუდობდით - სებ-ის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოში ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რამდენიც ნავარაუდები იყო. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი შეფასებით, ინფლაცია მიმდინარე წელსაც გლობალურ პრობლემად დარჩება, რადგან ნავთობის ფასების ზრდა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სხვა პროდუქტების ღირებულებაზე. 

„ინფლაცია, რომელიც მსოფლიოსთვის გლობალური გამოწვევა იყო და მოსალოდნელი იყო, რომ ამ წელს გადაილახებოდა, კვლავ გლობალურ გამოწვევად დარჩება. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მარტის თვეში წლიური ინფლაცია 14%-დან 8%-მდე შემცირდებოდა, სამწუხაროდ დღეს ვფიქრობ, ეს შესაძლებელი არ იქნება, რადგანაც მიწოდების ჯაჭვების შეწყვეტის გამო, რომელიც ნავთობთან არის დაკავშირებული, რადგანაც რუსეთი ნავთობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, ეს სხვა პროდუქტებსაც გადაედება. ნავთობის ფასმა საგრძნობლად მოიმატა და ეს განაპირობებს იმას, რომ ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რასაც ვვარაუდობდით. წლიური ინფლაცია ნამდვილად შემცირდება, თუმცა არა ისე, როგორც ვვარაუდობდით. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ოთხშაბათს გვექნება, სადაც ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ ბოლო ინფორმაციას“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები