1 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Global Finance-მა თიბისი საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მეოთხედ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოში, სადაც უცხოური ვალუტის გაცვლის ტრანზაქციებზე მოთხოვნა მაღალია, როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნესებს, ოპერაციების მხარდამჭერი და სანდო პარტნიორი ესაჭიროებათ, რომელიც ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებულ რისკებს აარიდებს თავიდან. თიბისი და კერძოდ ჩვენი ხაზინის გუნდი, სწორედ ასეთი პარტნიორია“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური მომარაგების ჯაჭვის შეფერხება, სავალუტო კონვერტაციების პროცესში სანდო პარტნიორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ ის ბანკები დავაჯილდოვეთ, რომელთა გუნდები გამორჩეული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რომელთაც წარმატებით შეძლეს საკუთრი მომხმარებლების ცვალებად და გამოწვევებით სავსე პერიოდში მხარდაჭერა“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები