1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ვაჟა მარგველაშვილი ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებს

5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს აჭარაბეთის საპატიო ელჩი ვაჟა მარგველაშვილი.

ამჟამინდელი ინფორმაციით, მასში მონაწილეობას 22 ქვეყნის 134 ძიუდოისტი მიიღებს. ცნობისთვის, ტურნირი შარშან კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა, 2019 წელს კი, ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს.

„ბაქოს გრანდ სლემი ჩემთვის პირველი შეჯიბრია ოლიმპიადის მერე.ნამდვილად არ იქნება ადვილი მანდ ჭიდაობა, მაგრამ მე მინდა რომ მოვიგო სლემი, რაც რეიტინგის ამაღლებაში დამეხმარება, რომ ეს წელი ჩემი წონის კატეგორიის 1 ნომრად დავამთავრო.“-  განაცხადა ვაჟამ.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა მარგველაშვილი  არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი, ასევე 2016 და 2020 წლების  ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორი.

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი 

სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი 

სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი 

პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ

ტურნირებში.

‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც 

გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები