1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებს „ბრიკის“ PowerBank-ები დაემატა

„სოკარი“ ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით 7 სადგურზე მისულ სტუმრებს შვედური კომპანიის, „ბრიკის“ Power Bank-ები დახვდებათ. „ბრიკს“ რამდენიმე სხვადასხვანაირი კაბელი მოჰყვება, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ტიპის ტელეფონის დატენვას შეძლებთ.

„ბრიკი“- ის ფაუერბანკი მისი აპარატიდან QR კოდის დასკანერების მეშვეობით უნდა გაააქტიუროთ. „სოკარის“ მომხმარებლებისთვის, 30 წუთის განმავლობაში დამტენით სარგებლობა უფასოა. შემდეგ, 1 საათის ღირებულება 3 ლარი ხდება, 2 საათი - 5 ლარი. „ბრიკის“ მთელი დღით ქირაობა კი 7 ლარი ჯდება. მსურველებს შეუძლიათ Power bank-ი იმავე, ან ნებისმიერ სხვა სადგურზე მისვლისას დააბრუნონ. ყველა სადგურის ნახვა შესაძლებელია "ბრიკი"-ის აპლიკაციის რუქაზე.

ამ ეტაპზე, „ბრიკი“ სოკარის შემდეგ სადგურებზეა განთავსებული:

•          თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 97;

•          თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი;

•          ზესტაფონი;

•          დაფნარი;

•          ბათუმი, ჰეიდარ აბაშიძის 91;

•          ბათუმი, თამარ მეფის გამზირი (ბარცხანა);

•          თერჯოლა;

•          გორი;

•          ბაკურიანი;

•          სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

კომპანია „სოკარი“ მიზნად ისახავს, ავტოგასამართ სადგურებზე მისულ მომხმარებლებს არა მხოლოდ საწვავი, არამედ სრული ავტოსერვისი დაახვედროს. გარდა ამისა, სადგურების უმეტესობაზე განთავსებულია მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები, ელექტრომობილების დამტენები და ახლა უკვე ტელეფონების Power Bank-ებიც.

გადმოწერეთ აპლიკაცია Brick - powerbank sharing

🔗App Store: t.ly/gfXH

🔗 Google Play: t.ly/DI2T

კომენტარები

მსგავსი სიახლეები