1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სიფრიფანა გოგო ავტოსამყაროდან

ტრაილერის მძღოლ მამას უნდოდა, მისი ქალიშვილი „ქალს რომ შეეფერება", ისეთ პროფესიაში ყოფილიყო - ლამაზ კაბინეტში გაპრანჭული მჯდარიყო და ნაკლებად დამღლელი საქმე ეკეთებინა. სიფრიფანა გოგოს ოცნება კი სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდებოდა - ღრმა ბავშვობიდან მისი სტიქია ავტომობილი იყო. 17 წლისამ ავტომობილის მართვა ოჯახისგან ჩუმად, მოპარული მანქანით დამოუკიდებლად ისწავლა. თეორიაც უპრობლემოდ ჩააბარა და სახლში მართვის მოწმობით დაბრუნდა. მამა მაშინ პირველად გააოცა.
„მამას 40 წელია, მანქანებთან აქვს შეხება, ძალიან კარგად იცის ეს სფერო. მეც ბავშვობიდან მომწონდა მისი ყურება. სულ მინდოდა მასთან მეჭორავა მანქანის ნაწილებზე და მსგავს თემებზე. ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდა, მომწონდა მის მძღოლ მეგობრებთან ავტომობილების დეტალებზე საუბარი. ვსწავლობდი სპეციფიურ ტერმინოლოგიას. დავყვებოდი რეისებში და ტრაილერების გარაჟში. ნელ-ნელა გავერკვიე და შეიძლება ითქვას, შევისწავლე კიდეც მანქანა" - ამბობს ნათია.
სოფელ კარალეთში გაზრდილი 20 წლის ნათია ბერაშვილი დღეს თბილისში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. არჩეულ პროფესიაზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა ფეისბუქზე სრულიად შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ ბავშვობის ოცნებამდე მიიყვანა. თეგეტა ქალ ავტომექანიკოსებს ეძებდა.
„ფეისბუქზე შემთხვევით გადავაწყდი გოგო ავტომექანიკოსის ვაკანსიას და სიხარულით გავგიჟდი, ზუსტად ჩემთვის არის-მეთქი, ვიფიქრე და ეგრევე გავგზავნე სივი. არ მქონდა იმედი, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ გამიმართლა და ამიყვანეს, თუმცა ახალი სანერვიულო გამიჩნდა - როგორ მეთქვა სახლში ჩემი არჩევანი. კი მოსწონდა მამას მსგავს თემებში რომ ვერკვეოდი, მაგრამ ავტომექანიკოსობა მინდა-მეთქი რომ მეთქვა, მეგონა, გაგიჟდებოდა. „თეგეტა აკადემიაში" სწავლა რომ დავიწყე, თავიდან დავმალე. ორთვიანი თეორია გავიარე და პრაქტიკაზე რომ გადავედით, მაშინ ვუთხარი. რასაც ვისწავლიდი, საღამოს მამას ვურეკავდი და ვიმეორებდი ხოლმე, ვაბარებდი. ის თავისებურად მიხსნიდა, „შოფრულ" ენაზე. მამისგან და ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი - მამხნევებდნენ - მიდი, შენი გვჯერაო, მეუბნებოდნენ და მეც, ბუნებრივია, სტიმული უფრო და უფრო მემატებოდა." 


აკადემიაში სწავლა რთული და შრომატევადი აღმოჩნდა - ზღვა მასალის, უამრავი დეტალისა და წვრილმანის საფუძვლიანად შესწავლა მოუწია.
„აქამდე მეგონა, რომ ბევრი რამ ვიცოდი მანქანის შესახებ, თუმცა ვცდებოდი. თეორიული კურსის გავლისას ძალიან ბევრი დეტალი უცხო იყო ჩემთვის. აი, მაგალითად, გადაცემათა კოლოფი - ნანახი კი მქონდა უამრავი ფოტო თუ ვიდეო, მაგრამ გატეხილი „კარობკა" რომ ვნახე პირველად, უბედნიერესი ვიყავი - ეს ისაა, რაც ვისწავლე-მეთქი? უშუალოდ შეხება ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ხშირად არის შემთხვევა, როცა საქმე ფიზიკურ ძალას მოითხოვს, მაგალითად, შეიძლება ზოგი ბოლტი ძალიან იყოს ჩაჟანგებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ხერხი სჯობია ღონესა და რაღაცას ვახერხებ ხოლმე. თან ვარჯიში დავიწყე და ხელში მეტი ძალა მეძლევა უკვე. ასე რომ, არანაირი დაბრკოლების აღარ მეშინია და ჩემი უპირატესობაც სწორედ ამაშია".
ახლა პრაქტიკას გადის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში" და უკვე დამოუკიდებლად ახერხებს პრეტენზიული მძღოლების გაოცებას. მათ კი, ვინც სკეპტიკურად უყურებს ქალ ავტომექანიკოსს, საქმით უმტკიცებს, რომ პროფესიას გენდერი არ აქვს და რომ საყვარელი საქმე სქესის მიუხედავად ყველას თანაბრად შეუძლია აკეთოს და რომ მთავარი მონდომებაა.
„თავიდან ძალიან ვიძაბებოდი, მეშინოდა, რამე არ გავაფუჭო არ დავაზიანო, არ გადავწვა-მეთქი, თან მძღოლებმა იციან ხოლმე თქმა, ქალის საქმე ეს არ არის, ქალს როგორ ვანდობ მანქანასო, მაგრამ მერე მივხვდი - არ უნდა მიაქციო ამ დამოკიდებულებას ყურადღება, შენი საქმე უნდა აკეთო, კონცენტრირდე სამუშაოზე და ყველაფერი გამოგივა. ეს კომპლექსი რომ მოვიშორე, ნელ-ნელა მოვიპოვე კიდეც მძღოლების ნდობა. ჩემთვის მთავარია ვაკეთო ის, რაც მომწონს, რასაც ჩემი გული მკარნახობს და თან ვიყო წარმატებული, ჩემი საქმის პროფესიონალი. ყოველ დილით თავს ვუმეორებ, რომ ძლიერი გოგო ვარ, რომ მინდა გავხდე კარგი მექანიკოსი - მოტივაციას მუდმივად ვიმაღლებ და ვიმაღლებ. მინდა, რასაც ვაკეთებ, იმაში საუკეთესო ვიყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო საუკეთესო. მე მჯერა და მწამს ჩემი თავის. რომ არ მჯეროდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი და წინ გრძელი გზაა!" - ნათია ბერაშვილი.
------
პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში" ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში - #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - მოძრაობა ცვლილებებისთვის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში თეგეტაში მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება ხდება. თეორიული და პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდებიან.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...