1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბაია, თქვენ ხართ მატყუარა! ადამიანებს ემუქრებით, უყვირით და ამცირებთ…“ – მელაძისა და პატარაიას მწვავე დაპირისპირება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ, პედოფილიის ერთ-ერთი საქმის გაშუქებისას „ტვ პირველი“ არაეთიკურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მედიამ გარყვნილი ქმედების მსხვერპლი ბავშვი იდენტიფიცირებადი გახადა. 

„ტელეკომპანია პირველმა“ მთელ სამეზობლოს გააგებინა, რომ ბავშვი გარყვნილი ქმედების მსხვერპლი იყო, ბავშვი გახადა იდენტიფიცირებადი. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი პოსტები ვწერე და ჩვენმა პიარმა მათ პროდიუსერებს ურეკა, მაინც გაუშვეს ეთერში. საღოლ! სადამდე დაეცით, რომ ბავშვის ცხოვრების დანგრევას არ ერიდებით თქვენი ნაგავი სიუჟეტისთვის. გრცხვენოდეთ! ამას ასე არ დავტოვებთ, აუცილებლად გიჩივლებთ ბავშვის უფლებების დარღვევისათვის და ზედ მოგაყოლებთ იმ სასამართლოს, ვისგანაც გაიგეთ დეტალები საქმეზე“, – დაწერა პატარიამ.

საპასუხოდ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმ ნოდარ მელაძემ პატარაიას მატყუარა უწოდა. მათი საჯარო მიმოწერა კი ასე გაგრძელდა:

ნოდარ მელაძე: ბაია, თქვენ ხართ მატყუარა!კიდევ არსებული ინფორმაციით ადამიანებს, ემუქრებით, უყვირით, ამცირებთ და გადადგომას აიძულებთ….

ბაია პატარაია: რა მატყუარა? შეხედე საკუთარ 8 საათიან გამოშვებას.

ნოდარ მელაძე: თქვენს პოსტში არის ბრალდებები რაც არის ტყუილი და ემსახურება ჩვენს დისკრედიტაციას, ვითხოვ მტკიცებულებას! თქვენი თავდასხმა ახლა ხდება პირადი წყენის გამო, რადგან ერთ- ერთ ქეისზე, როდესაც თქვენ გიჩიოდნენ პოლიციაში, გაბრაზდით რატომ გაშუქდა ეს თემა ჩვენს ეთერში, დამატებით დეტალებს აღარ დავწერ. ახლა ველი თქვენს სარჩელს, ვიდრე არ წარმოადგენთ მტკიცებულებებს თქვენ იქნებით მატყუარა!

ბაია პატარაია: მალე იქნება სარჩელი, და არა ერთი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები