1 7 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე – მოსახლეობის 60 პროცენტი თუ ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში უკვე პირბადეს მოვიხსნით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება.

ამირან გამყრელიძემ „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემდეგ მოსახლეობას მოუწოდა, იაქტიურონ და ვაქცინის ჩასატერებლად ამცრელ პუნქტებში მივიდნენ.

„აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარუ გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60 პროცენტი, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები