0 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაწუნებული ნაძვის ხის ტოტების გადაკეთება და ახალი გირლიანდის შეძენა მერიას 195800 ლარი უჯდება

თბილისის მერია გეგმავს, მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს ტოტები დაუმატოს და გადაუკეთოს. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში წერია, რომ შესასყიდი საქონლისა და თანმდევი მომსახურების ღირებულება 195 800 ლარია. იგი 2020 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება, ხოლო მომწოდებელია შპს ღამის შოუ სტუდია. 

მათ შორის, 103 850 ლარი ტოტებისა და წიწვების გადაკეთებისთვის არის გაწერილი, ხოლო 70 950 ლარი 70-ნათურიანი გირლანდისთვის. ასევე, 21 000 ლარი ჯდება 10-მეტრიანი სტრინგი კაბელით. 

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ მომსახურება მოიცავს საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და აქსესუარების, საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმების თანმდევი მომსახურების შეძენას, უფრო კონკრეტულად:

  • არსებული ნაძვის ხის ტოტების (83 ცალი) გადაკეთებას ახალ ზომებზე.
  • ახალი 139 ცალი ტოტის დამზადებას (ღერძი – რკინის მილი 25 მმ დიამეტრის. განშტოება 8მმ დიამეტრის რკინა. შეფუთული არსებული ხელოვნური წიწვის იდენტური ახალი ხელოვნური წიწვით და ერთ ტოტზე 2 ასევე 10 მეტრიანი იდენტური სტრინგით).
  • წიწვების და გირლიანდების გადატანა ახლად დამზადებულ ტოტებზე, 300 ცალი სტრინგი ზომით: 10 მეტრი;
  • ახალი ტოტებისთვის სამაგრების დამზადება;
  • რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფრად შეღებვა;
  • ასევე, ხელშეკრულების საგანია 70-ნათურიანი, 21 მეტრი სიგრძის გირლიანდა.
  • ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევა არაუგვიანეს 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელეს. 

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები