მსოფლიო
დაწესდება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა
2020-10-20 12:54:32
მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება:
"გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“ - ამბობს მეზვრიშვილი.
კომენტარები