1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დანაშაულის ტოლფასია გელათის გარშემო შექმნილი მდგომარეობის ტექნიკურ „ხარვეზად“ შეფასება - მედეა მეტრეველი

“ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი მედეა მეტრეველი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა თავისი უმოქმედობით თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს და მოუწოდებს განათლების და კულტურის სამინიტროს  დროულად აიღოს ხელში მართვის სადავეები ძეგლის გადასარჩენად.

„ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ ააფეთქა საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, წაშალა ოქროს მოპოვების ტრადიციის ისტორიული კვალი ჩვენს ქვეყნაში და ახლა უკვე, თავისი უმოქმედობით თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს. ვითარება, რომელიც შესაძლოა ქართული კულტურისთვის უმძიმესი შედეგით დასრულდეს, სრულებით არაადეკვატურად იმართება ხელისუფლების მიერ. დაგვიანებული რეაგირება, გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა არის ის მთავარი მიზეზები, რის შედეგადაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მთავარი ტაძრის და წმ. გიორგის ტაძრის უნიკალური ფერწერა და ქვა ნადგურდება. კულტურის სამინისტრო თავს ანგარიშვალდებულადაც არ გრძნობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მთავრობის გეგმის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ არც არსებობს და პროცესები მხოლოდ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ერთი უწყების იმედად არის მიტოვებული,”-განაცახადა მეტრეველმა. 

მეტრეველი  ICOMOS საქართველო-ს მიერ 12 ოქტომბრის შეფასებას გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილ უმძიმეს ვითარებასაც გამოეხმაურა. სადაც ნახსენებია, რომ  „სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს საჭირო რესურსების მობილიზება კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის“. 

“მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები, აიღოს სრული პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადასარჩენად, რომელიც სრულად მიტოვებულია ხელისუფლებისაგან, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე დგას და რაც მთავარია სჭირდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა, რისი რესურსიც სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების ჩართვა რესტავრაციის პროცესში, მით უფრო რომ ICOMOS საქართველო-ს შეფასებით „საქართველოს მწირი და არადამაკმაყოფილებელი გამოცდილება აქვს საეკლესიო ხუროთმოძღვრების კრამიტით რესტავრაციის საკითხებში“ და, ამ მიმართულებით, განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ექსპერტიზა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი უმოქმედო დღე საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, სასწრაფოდ უნდა მომზადდეს ტაძრების სრული გადახურვის კონსტრუქცია, რაც უზრუნველყოფს მათ დროებით დაცვას,”-აღნიშნა მეტრეველმა. 

“ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაასაჯაროვოს გელათის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრების რესტავრაცია-კონსერვაციის სრული პროექტი, სააგენტოს 2017-2019 წლის ანგარიშები, 2017-2020 წლების სააგენტოს მონიტორინგის და ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები, წმ. გიორგის ტაძრების დროებითი გადახურვების სრული პროექტი და სხვა დეტალი რაც ამ საქმეს უკავშირდება. 

UNESCO - ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და საერთაშორისო ICOMOS - ში გაგზავნილი ანგარიშები და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და საერთაშორისო ICOMOS-ის შეფასებები გელათის მონასტერზე ჩასატარებელ სამუშაოებზე,”-განაცხადა მედეა მეტრეველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...