1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩემს ბიჭსაც დაუდასტურდა ვირუსი ჩემთან ერთად"-კორონავირუსი უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგვლაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

„პასუხი მომივიდა პარასკევს, ანუ ხუთაშაბათს საღამოდან ინფიცირებული ვარ. კონტაქტები მივაწოდე უკვე, შესაბამისად, გადაამოწმებენ ყველას. ვმკურნალობ სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, ვარ სრულ იზოლაციაში. თავიდან მაღალი სიცხე და თავის ტკივილები მქონდა, ახლა 37,3 - მდე მაქვს ტემპერატურა. ჩემს ბიჭსაც დაუდასტურდა ვირუსი ჩემთან ერთად. ის უკეთესად არის, ისიც სახლში გადის მკურნალობას. სკოლაში სწავლობს, თუმცა დისტანციურ რეჟიმზე იყო,“- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები