საზოგადოება
დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
2020-10-19 09:54:35
დღეს საღამოდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. 19 ოქტომბერს, დღის ბოლოდან, 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ სააგენტოში.
კომენტარები