თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
„მე არ მახსოვს, მაგრამ მშობლები მიყვებიან, რომ თურმე ბავშვობაში, როდესაც ვტიროდი, ერთადერთი, რითაც მამშვიდებდნენ, ფეხბურთი იყო, ჩამირთავდნენ ტელევიზორში ნებისმიერ თამაშს და მეც მაშინვე ვჩერდებოდი“.
სანამ საფეხბურთო მოედანზე მოხვდებოდა, ჯერ ბურთთან ერთად იძინებდა. 7 წლის იყო,პირველად მინდორზე რომ გავიდა და მწვრთნელების მოწონებაც მალევე დაიმსახურა. ორი წლით უფროსების გუნდში საკუთარ ანგარიშზე არაერთი გოლი ჩაიწერა, „ვარსკვლავს“ ეძახდნენ და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ მასზე. სხვა ოცნება არ ჰქონია,ყოველთვის დიდი ფეხბურთისკენ მიიწევდა. 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელს, 12 წლის მათე ბერიას ცხოვრების გზა უკვე არჩეული აქვს.
მათე ბერია: „თუ იშრომებ, თავდაუზოგავად თუ ივარჯიშებ, ყველაფერი გამოგივა, ამიტომაც ვაპირებ - ვიშრომო და ვიბრძოლო ბოლომდე, რომ დიდი ფეხბურთელიგამოვიდე და ჩემი ოცნება ავიხდინო. მინდა ვიყო ნაკრების კაპიტანი, გუნდზე მქონდეს პასუხისმგებლობა. ჩემს თავს დიდ ფეხბურთში ვხედავ. ისეთი რამე არ არსებობს, რაც მეზარება, არასდროს ვიღლები და ამიტომ მჯერა, რომ ჩემს მიზანს მივაღწევ“.
ფიზიკა-მათემატიკით არის გატაცებული და ინგლისურ ენასაც უკვე კარგად ფლობს 12 წლის დაჩი ლილუაშვილი. დაინტერესებულია კომპიუტერული თამაშებით, უყვარს ცურვა და გიჟდება მეგობრებთან ერთად გართობაზე, თუმცა ცხოვრების მთავარი ინტერესი და მოწოდება ფეხბურთია. მათეს მსგავსად, ისიც7 წლიდან თამაშობს. პატარა სპორტსმენს მწვრთნელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
დაჩი ლილუაშვილი: „ძალიან პატარა ვიყავი,მამასთან ერთად ფეხბურთის მატჩების ყურება რომ დავიწყე. ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი და 35-ე საფეხბურთო სკოლაშიშემიყვანეს. ყველაზე მეტად ჩემს საყვარელ გუნდში, მადრიდის „რეალში“ მინდა თამაში. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება წარმატებულ ფეხბურთელს და მე ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო, თავს გამოვიჩენ თამაშებზე, ბევრს ვივარჯიშებ და მჯერა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდები და ჩემს ოჯახს დიდ სახლს ვუყიდი კუნძულზე“.
დაჩი და მათე იმ მოსწავლეებს შორის არიან, რომლებსაც საფეხბურთო სკოლაში სწავლა "თეგეტა ჰოლდინგმა“ დაუფინანსა. მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისათვის განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია 35-ე სკოლის ოთხ მოსწავლეს სწავლის ერთი წლის საფასურს უხდის.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“სტრატეგიული კომუნიკაციის ხელმძღვანელი: „ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად „თეგეტა“ არაერთ აქტივობას ახორციელებს. ჩვენი კომპანიისათვის განათლება პრიორიტეტულია. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდისთვის გახდეს ცოდნის მიღება უფრო ხელმისაწვდომი. შეუძლებელია მათეს, დაჩის, არჩილსა და ლუკას მოუსმინო და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის სურვილი არ გაგიჩნდეს. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვით დიდი წარმატებისა და ჩვენი მიზნების მიღწევას შევძლებთ“.
35-ე სკოლაში მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის არიან განსაკუთრებული უნარებით გამორჩეული აღსაზრდელები. ახლა ამ საქმეში სკოლას „თეგეტა ჰოლდინგიც“ ეხმარება ერთი მიზნით - უკეთესი მომავლისათვის.
გიორგი ავსაჯანიშვილი, 35-ე სკოლის დირექტორი: „თეგეტა“ გვერდში დაგვიდგა და ჩვენს ოთხ მოსწავლეს ეხმარება, ნიჭიერ თაობას, რომლებმაც მომავალში შესაძლოა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ასეთი მხარდაჭერა ბავშვებს უფრო მეტ სტიმულს აძლევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აღსაზრდელები აუცილებლად გვასახელებენ“.
საფეხბურთო სკოლაში დღეს 400-ამდე ბავშვი სწავლობს. სკოლას სწავლების დიდი გამოცდილება აქვს და უკვე არაერთი კარგად ცნობილი ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი. მომავალში მათ რიგებს მათე, დაჩი, არჩილი და ლუკაც შეუერთდებიან.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები