1 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თიბისიმ, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

კონფერენციის მთავარი მიზანია, საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების შესაძლებლობების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი გენერაციის ობიექტებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

 

ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების და ინსტიტუციური შესაძლებლობების ცნობიერების ამაღლების და კერძო ინვესტორების ჩართვის მიზნით, პროგრამა ეხმარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოავლინოს სამომავლო პროექტები და გამართოს კონფერენციები/გაცნობითი ღონისძიებები დეველოპერებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო კომპანიების, საელჩოებისა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეველოპერებმა, ინვესტორებმა და დონორებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების პერსპექტივების, მოსალოდნელი ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების ხედვების, ელექტროენერგიით რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობებსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

 

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას განახლებადი ენერგიის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში. პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ქვეყანაში გამოვლინდეს და განხორციელდეს საინტერესო და პერსპექტიული სუფთა ენერგიის პროექტები. ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც საჭიროებს მუდმივ კომუნიკაციას საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის პირველ რიგში ინვესტორებთან. განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია ემსახურება დაინტერსებული მხარეების ინფორმირებულობას და მიზნად ისახავს რესურსების მობილიზებას განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ქსელში ინტეგრაციისათვის. კონფერენცია ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას პოტენციურ ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ბიზნესებს შორის“, - ივანე პირველი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის ხელმძღვანელი.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ კონფერენციაში ჩართულობა, ვინაიდან  მსგავსი ღონისძიებები ინფორმაციის გავრცელებასა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის რესურსების მობილიზებას უწყობს ხელს. ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ამ მიმართულებას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ქვეყანაში უხვად არსებული განახლებადი რესურსი. აუთვისებელი რესურსიდან გამომდინარე, საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ჯამში, თიბისის დაფინანსებული აქვს 30 ჰიდროელექტროსადგური - ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW. აქედან უკვე ოპერირებს 100 MW, 167 MW სიმძლავრის სადგურები კი მშენებლობის ეტაპზეა, რაც საქართველოს ჯამური განახლებადი სადგურების 8%-ს შეადგენს. თიბისის მხარდაჭერით, სექტორში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 182 მილიონ დოლარს შეადგენს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...