0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოზურგეთის საპატიო მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილის ცოლი გახდა და ქმრისგან საჩუქრად 10 000 მიიღო

ოზურგეთის მერიამ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის ცოლს, ნანა გოთუას ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.  მერია ამბობს, რომ მას სტატუსი ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი "განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის" მიანიჭეს.

"ალეგრობის" დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის სტატუსი 10 ადამიანს მიანიჭეს. ბიზნესმენმა ჩხარტიშვილმა მათ 10 0000-10 000 ლარი გადასცათ.

"მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 – 10 000 ლარი გადასცა", - წერია მერიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ვანო ჩხარტიშვილი ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები