1 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურა – სოსო გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, ტექნიკური მოწყობილობები და უკანონო იარაღი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია.

ამასთან უწყების ცნობით, ამოღებულია პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციისას დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ იოსებ გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები