1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გამოხატულია ცილოვანი შიმშილი... იმ გარემოში სადაცაა, მკურნალობა ძალიან რთულია"- სახალხო დამცველის კონსილიუმის საგანგაშო დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, - ამის შესახებ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები უტარდება, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია, შესაბამისად, მისთვის „პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო“.

"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ არსებულ გარემოში არის ძალიან რთული განსახორციელებელი. პაციენტი არ იღებს მისთვის მიწოდებულ არანაირ ფსიქოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას. მე საზღვარგარეთ გადაყვანის რეკომენდაციას ვერ გავცემ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას, რომ ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, როგორ უნდა დარეგულირდეს და გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, ჩემი აზრით, პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.

მიხეილ სააკაშვილის ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქოლოგიური და ფსიქიკური რეაბილიტაცია. ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. ის უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი“, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები