1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ღმერთმა არ ქნას რომ ეს მართალი იყოს, ეს იქნება ჩვენი გმირების სისხლი.."- მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კონტრაბანდასთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა.

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით აწოდებენ სამხედრო ნაწილებს რუსეთის დაზვერვას, მე არ მინდა დავიჯერო რომ ეს მართალია, უკრაინა როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. 
გია ლორთქიფანიძეს დააბრალეს, მაგრამ გია ლორთქიფანიძე  საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს, SBU-ში კონტრადაზვერვაში და ეს არის თავდაცვის სამინისტრო. 
მე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს მართალია, ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ ეს ალბათ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია,  თითოეულ ამ ტანკის დეტალზე არის დათო გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დათო რატიანის, ჩვენი ბეროს და უამრავი სახვა უკრაინელი და ქართველი მებრძოლის სისხლი. 
საქართველო არ შეიძლება ამაში მონაწილეობდეს, ამიტომ ჩვენ გვიპირებენ ჩაბარებას, აქ ხდება კაპიტულაციის მომზადება და რომ იძახიან რომ ფინანსთა სამინისტრომ უარყო, ჩვენ სანქციებს ვიცავითო მაშინ გვაჩვენონ ინსტრუქცია.

თუ მართლაც საზღვარზე აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, მაშინ უნდა იყოს ინსტრუქცია, ის უნდა გამოქვეყნდეს და ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამის დაჯერება"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები