1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის საფასური 60 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური გაიზარდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი  20 ლარი გახდა.

ცვლილება ძალაში ხვალიდან, 31 მარტიდან შევა.

აქამდე სატრანსპორტო საშუალების ევაკუაციისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფასური 60 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი 10 ლარი იყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები