1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არსებობს – პესკოვი

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა PBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი არ აპირებს ატომური იარაღის გამოყენებას უკრაინასთან ომში.

“ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინაში ჩვენი სპეცოპერაციის ყველა მიზანი შესრულდება. რაც არ უნდა მოხდეს, იქ ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არსებობს.

არავინ განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას ან თუნდაც მისი გამოყენების იდეას“,– თქვა პესკოვმა.

მანვე უარყო ჟურნალისტის განცხადება, რომ პუტინმა, სპეცოპერაციის გამოცხადებისას, თქვა, რომ რუსეთი გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს, თუ კონფლიქტში მესამე ქვეყნები ჩაერეოდნენ.

“მე ასე არ ვფიქრობ. მან [პუტინმა] გააფრთხილა, რომ ჩარევა არ იყო საჭირო. თუ ეს მოხდება, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება და შესაძლებლობა, რომ ეს თავიდან ავიცილოთ და დავსაჯოთ, ვინც ცდილობს”, – აღნიშნა პესკოვმა.

მანვე განმარტა, რომ რუსეთს შეუძლია და გამოიყენებს ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება რუსეთის არსებობას.

“აუცილებელია, უკრაინაში სპეცოპერაციის და სახელმწიფოს არსებობის გამიჯვნა“,– დაამატა კრემლის სპიკერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები