0 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი შტამის სიმპტომებზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ახალი შტამის მიმართ ფაიზერი ეფექტიანია..

“კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ, მიუთითებს იმაზე, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ეფექტურია 33%-ით ინფიცირების შემთხვევების, ხოლო 70%-ით მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით”,- ამბობს ჩხაიძე.

ის ომიკრონის სიმპტომებზეც საუბრობს და აღნიშანავს, რომ ის მარტივ გაციებას ჰგავს.

“ძირითადად 3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი, ამით მთავრდება, ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას. ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვის არის ძალიან საყურადღებო არის ის, რომ “ომიკრონით” საავადმყოფოში მოხვედრისა და ინფიცირების რისკი ბავშვებში არის ძალიან მაღალი, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს იყო დელტა ვარიანტის შემთხვევაში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ჯერჯერობით საქართველოში არ დადასტურებულა ომიკრონის შემთხვევა. ეპიდემიოლოგები მის გამოჩენას თვის ბოლომდე ელოდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები