0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი მომხმარებლებს განახლებულ ლოიალობის პროგრამა - ერთგულს სთავაზობს

 

თიბისის ლოიალობის პროგრამა „ერთგული“ უპრეცენდენტო განახლებით ბრუნდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ერთგული ქულები თიბისი ნებისმიერი ბარათით გადახდისას დააგროვოს. ამასთანავე, უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპი - 1 ქულა= 1 ლარს.

თუ გაქვს თიბისის ნაკრები ან სახელფასო ბარათი, შენ ავტომატურად ერთგული ხარ და შეგიძლია ისარგებლო:

·         სპეციალური ერთგული შეთავაზებებით, რომ უფრო მეტი ქულა დააგროვო;

·         ფასდაკლებებით,  პარტნიორ ობიექტებში ერთგული ქულებით გადახდისას.

თიბისი ბარათებით ქულების დაგროვება მარტივია, რადგან რაც მეტჯერ იხდი ბარათით, მით მეტს აგროვებ.  ხოლო თუ ბარათით გადახდებთან ერთად თიბისის სხვა პროდუქტებსაც იყენებ (ვადიანი ანაბარი/სესხი), კიდევ უფრო მეტი ერთგული ქულა დაგიგროვდება.

ერთგული სრულად არის ინტეგრირებული ციფრულ ბანკთან. იქ შეძლებ შეამოწმო ქულების ბალანსი და გაეცნო ერთგულ შეთავაზებებს.

ერთგული ქულებით გადახდაც უფრო გამარტივდა. ქულებით ნივთის შესაძენად, ბარათი აღარ დაგჭირდება. გახნი ციფრული ბანკის აპლიკაციას, დაასკანერებ POS ტერმინალის ეკრანზე გამოსახულ QR კოდს და აირჩევ ქულებით გადახდას.

 

ერთგული ქულები გროვდება ყველგან სადაც თიბისის ტერმინალია. ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას დააგროვებ. გადახდაში ითვლება მხოლოდ თიბისის ტერმინალებზე ან თიბისი ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქციები. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...