0 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რისკზე წასვლა არ ღირს — „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

 

ზაფხული ავტომობილის მოვლისთვის მნიშვნელოვანი სეზონია. ამ პერიოდში ადამიანების უმრავლესობა ქალაქგარეთ გადის და ავტომობილით შორ მანძილზე გადაადგილდება. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ სხვა ექსცესების რისკიც იმატებს. გარდა ამისა, ავტომობილის ზოგიერთი ნაწილი ტემპერატურის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. 

ამ ყველაფრის ფონზე თითქოს არ არსებობს მიზეზი, რომელიც დასასვენებლად გამგზავრებამდე ავტომობილის სათანადოდ მომზადებას გადაგვაფიქრებინებს. 

თუმცა ხშირად მძღოლები ავტომობილის სეზონური გამართვის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ და კომპეტენტურ ინფორმაციაზე მეტად მეგობრების, მეზობლების, ნაცნობებისა თუ საკუთარ მოგონილ, ყოველგვარი გონივრულობისგან დაცლილ ვარაუდებსა და „არგუმენტებს“ ეყრდნობიან. მაგ.: „ზაფხულში სულ ზამთრის საბურავებით დავდივარ და არაფერი მომსვლია“; „ჩემმა მეზობელმა ზეთი ბოლოს 3 წლის წინათ გამოცვალა და კი დადის მშვენივრად“ და ა.შ.

სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და ტრადიციულად, ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოგვიწოდებს. 

კამპანიის მთავარი ვიდეო და პრინტსერია ავტომობილის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული შეგონებების არაგონივრულობას წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და აღნიშნულ მითებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან. რისკზე, რომელიც შეიძლება უსიამოვნო და სანანებელ მოგონებად ექცეთ. 

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზაფხულის პერიოდში, შვებულებაში გასვლამდე, ადამიანებს დროის დეფიციტი და უამრავი ხარჯი აქვთ. ამიტომაც დროის, ფინანსებისა თუ ძალისხმევის დაზოგვის მიზნით ცდილობენ, ავტომობილის გამართვის საჭიროებას თავი და თვალი აარიდონ. ავტომობილის მოვლის შესახებ გავრცელებული, საზოგადოებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპული მოსაზრებები და მითები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, არაგონივრულ შეგონებებს კომპეტენტური აზრებითა და ფაქტებით დავპირისპირებოდით და ზაფხულის პერიოდში მძღოლებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია მიგვეცა“. 

„თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ახალი კამპანიის მიზანიც ის არის, რომ მძღოლებს გამართული ავტომობილით გადაადგილებისკენ მოვუწოდოთ.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გვინდა, მძღოლებს იმის გააზრებაში დავეხმაროთ, რომ გაუმართავი ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლება  მხოლოდ ერთჯერადი გამართლება იყოს — შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მძღოლს მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეექმნა, მაგრამ ეს არაა იმის დასტური, რომ მეორე მძღოლის ზაფხული ექსცესების გარეშე ჩაივლის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როცა მძღოლები ავტომობილს სეზონურად არ ამზადებენ და გარშემომყოფების არაკომპეტენტურ შეგონებებს იზიარებენ თუ იმიზეზებენ, არაგონივრულ რისკზე მიდიან. 

ავტომობილის გამართვა კი სწორედ ის საკითხია, რომლის შესახებაც გარშემომყოფების აზრები არ უნდა გავითვალისწინოთ და ყურადღება პროფესიონალების რეკომენდაციებს მივაქციოთ — იქ, სადაც საქმე უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ეხება, რისკზე წასვლა არ ღირს“. 

სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსში“ გვირჩევენ, სხვისი აზრებისა თუ გაგონილი მითების მიუხედავად, გამგზავრებამდე ჩვენი ავტომობილი სათანადოდ მოვამზადოთ. საფრთხეს, დამატებით ხარჯებსა თუ უსიამოვნო მოგონებებს თავი ავარიდოთ — გამგზავრებამდე შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ საბურავები, აკუმულატორი, ზეთი და სამუხრუჭე სისტემა. 

მშვიდი და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსში“ აღნიშნულ პროდუქტებზე ხელსაყრელი შეთავაზებები დაგხვდებათ. 

 

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...