1 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის მსოფლიო პრემიერა

 

შვედური ავტოგიგანტი სრულად ელექტრო Volvo EX30-ის მსოფლიო წარდგენისთვის ემზადება. პრეზენტაცია დღეს მილანში, საქართველოს დროით 15:30-ზე გაიმართება. ახალი მოდელის ხილვა ლაივსტრიმისმეშვეობით მთელ მსოფლიოში იქნება შესაძლებელი. Volvo EX30 ბრენდის მოდელებს შორის ყველაზე პატარა SUV-ია, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი შესაძლებლობები შთამბეჭდავია. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი ვოლვოს ისტორიაში, მინიმუმამდე შემცირებული გამონაბოლქვით. ახალი EX30 SUV-ის შემთხვევაში ნახშირბადის გამოყოფა 25%-ით არის შემცირებული ვოლვოს სრულად ელექტრიფიცირებულ C40 და XC40 მოდელებთან შედარებით.

ჯიმ როუანი, ვოლვოს აღმასრულებელმა დირექტორი: Volvo EX30-ით ჩვენ მიზნად დავისახეთ, პრემიუმ ხარისხის ელექტროგადაადგილება ბევრად უფრო ფართო აუდიტორიას შევთავაზოთ. ვიცით, რომ ელექტრომობილებზე გადასასვლელად ექსპლუატაციის ხარჯები და ღირებულება კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ ავტომობილით გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ EX30 არის პატარა, მაგრამ ძლიერი ავტომობილი, ის გთავაზობთ ყველაფერს, რაც Volvo-სგან გსურთ, მაგრამ უფრო მცირე ფორმატში. ვოლვოს ნებისმიერი მოდელის მსგავსად, ის უსაფრთხოა და შექმნილია ადამიანებისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით“.

ვოლვოს წარმომადგენლების თქმით, მათ სტრატეგიულ ტრანსფორმაციაში EX30 კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ბრენდის სტრატეგიაა, 2025 წლისთვის ჯერ 40 პროცენტით შეამციროს CO2-ის გამონაბოლქვი, ხოლო 2040 წლისათვის კლიმატის თვალსაზრისით ნეიტრალურ კომპანიად იქცეს. 

ემისიების შემცირებაზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც,რომ პატარა ავტომობილის დასამზადებლად ნაკლები მასალაა საჭირო. სწორედ ალუმინი და ფოლადია ის ორი ყველაზე დიდი მიზეზი, რომლებსაც CO2-ის გამოყოფა უკავშირდება. იგივეა მიდგომა სალონისა და ფუნქციონალის შემთხვევაშიც. ვოლვოს დიზაინერებმა Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქცია გააერთიანეს ერთ კომპონენტში. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილში საჭირო ნაწილების რაოდენობას ამცირებს.

 

დამცავი სისტემები

EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით.

მაგალითად, მას აქვს უსაფრთხოების სპეციალური ფუნქცია ველოსიპედებისათვის, რომელიც ეხმარება,თავიდან აიცილოს ეგრეთ წოდებული „კარის გამოღებისას“ ავარიები.

ასეთი ინციდენტების შესამცირებლად Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების სიგნალით, რომელიც მძღოლს გამაფრთხილებელი სიგნალით მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს. კარის გაღების გაფრთხილება ვოლვოს Safe Space ტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია.

სიმშვიდის შეგრძნება

EX30-ს მოჰყვება ციფრული გასაღების ფუნქციაც, რაც საკმაოდ მოსახერხებელია და აადვილებს ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. აგებულია რა UWB და CCC ინდუსტრიის მოწინავე სტანდარტებზე, მისი ტექნოლოგია თავსებადი იქნება ტელეფონების ბრენდებისა და მოდელების ფართო სპექტრთან.

ახალი მოდელისთვის შექმნილი აპლიკაცია მოიცავსავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მომსახურებას, დაწყებული დატენით, დამთავრებული სავსე ავტოსადგომზე თქვენი მანქანის პოვნით. 

 

დიზაინი

 

EX30-ში წარმოდგენილია ვოლვოს დიზაინის ყველა ღირებულება, თუმცა უფრო მცირე ფორმატში. ღერძებს შორის დიდი მანძილი, დიდი ბორბლები და თანაბარი შვერილები ექსტერიერს დაბალანსებულსა და დახვეწილს ხდის. ის ერთმნიშვნელოვნად ელექტრომობილია, თავდაჯერებული ექსტერიერით, დახურული ფარით და Thor's Hammer-ის ფარების ციფრული გამოსახულებით; ექსტერიერის ხუთი მკვეთრი ფერით, ელეგანტური ღია ლურჯიდან ნათელ და ექსპრესიულ მკვეთრ ყვითლამდე. 

ბატარეის საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური მახასიათებლები 

მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს ბატარეის ტექნოლოგია, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მის მოთხოვნებს. EX30-ს გთავაზობთ სამი ელექტროტრანსმისიის ვარიანტით და ორი განსხვავებული ტიპის ბატარეით, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ მიმზიდველი ფასი EX30-ის ბაზარზე წარმოდგენისთვის.

თუ დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში ატარებთ ან უფრო მოკლე მანძილებს გადიხართ დამუხტვებს შორის, ვოლვო გთავაზობთ ერთძრავიან ვარიანტს LFP ბატარეით. LFP სტანდარტული დიაპაზონის ბატარეა, რომელიც ლითიუმის რკინის ფოსფატის ქიმიურ შენაერთს იყენებს, უფრო ეკონომიურია და საწარმოებლად ნაკლებ რესურსს მოიხმარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო ვარიანტია, თუ მაქსიმალური დიაპაზონი არ გჭირდებათ.

თუ თქვენ გირჩევნიათ დიაპაზონის მაქსიმალური გაზრდა - NMC გაფართოებული დიაპაზონის ბატარეით, EX30 უდავოდ თქვენი არჩევანი გახდება. NMC აკუმულატორი შეიცავს ლითიუმს, ნიკელს, მანგანუმსადა კობალტს და თავის ენერგიას უფრო ეფექტურად გამოიმუშავებს, ვიდრე LFP ვარიანტი. ეს ერთძრავიანი, გაფართოებული დიაპაზონის მქონე ვარიანტი აკუმულატორის დამუხტვებს შორის 480 კმ-ამდე მანძილის გავლის საშუალებას გაძლევთ.

დაბოლოს, თუ ფუნქციონალი თქვენი პრიორიტეტია, აირჩიეთ Twin Motor Performance ვარიანტი, რომელშიც გათვალისწინებულია NMC აკუმულატორი დამატებით მეორე ელექტროძრავთან. EX30-ის ეს სრულამძრავიანი ვარიანტი უზრუნველყოფს 315 კვტ (428 ცხ.ძ.) და 0-100 კმ/სთ-დან 3.6 წამში აჩქარებს - ის ოფიციალურად არის ჩვენი ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მანქანა ვოლვოს ისტორიაში.

EX30 გამოირჩევა სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობით. გაფართოებული დიაპაზონის Twin Motor ვარიანტს აქვს დატენის სიმძლავრე 153 კვტ-მდე, ხოლო სტანდარტული დიაპაზონის ავტომობილს - 134 კვტ სიმძლავრე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი აკუმულატორი 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტოთ 25 წუთზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. მანქანის ცენტრალური ეკრანისა და აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია, დააყენოთ ამპერაჟი, დამუხტვის მაქსიმალური დონე და თავად განსაზღვროთ, როდის გსურთ დამუხტვის დაწყება.

მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით Volvo EX30 შექმნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.

Volvo EX30 დღეიდან ხელმისაწვდომი გახდება შერჩეულ ბაზრებზე.  

შვედური ბრენდის მოლოდინია, რომ მომდევნო წლებშიEX30  ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი იქნება.ამის მიზეზი კი მომხმარებლების მხრიდან გლობალურად მზარდი მოთხოვნაა მცირე, სრულად ელექტრიფიცირებულ პრემიუმ SUV-ებზე. 

--

   

გასულ წელს Volvo Car Group-ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა.  გლობალური მასშტაბით  ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია. 

სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას "ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები