1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიება ბათუმში გაიმართა, სადაც პანელურ დისკუსიაში Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა, სოფო ჭყოიძემ საკუთარი სტარტაპის გზაზე ისაუბრა.

 

სპიკერმა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გამოცდილება, რომელიც - ქართული სტარტაპის განვითარებასა და ამერიკაში გაყიდვას შეეხებოდა,  საკუთარი კომპანიის  მაგალითზე  გაუზიარა.

 

ღონისძიებას ადგილობრივი სტარტაპის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს  მხარი დაუჭიროს სტარტაპებს. მსგავსი პროექტების ხელშეწყობა კი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ საქართველოში უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ან უკვე გავიდნენ ან გასვლას და გაფართოებას ცდილობენ. Startup Grind-ის ღონისძიება იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც აღნიშნულ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. Startup Grind არის შესაძლებლობა, წარმატებული კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაინტერესებულმა სტარტაპებმა მოისმინონ, ისწავლონ და გაიკვალონ გზა საერთაშორისო ბაზარზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ცნობისთვის, Pulsar AI ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდას და ავტომატიზაციას. კომპანია ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. Pulsar AI-ს შექმნილი აქვს: ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სერვისი, ბოტები და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები. ასევე, კომპანია ამერიკულ ბაზარზე, 2019 წლიდან, ავტომანქანების დილერებს მათი გაყიდვის პროცესის ავტომატიზაციაში ეხმარება. კერძოდ, Conversational AI-ის პლატფორმას ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით, როგორც იმეილით, ასევე SMS-ით ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა – სწრაფი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ  შესულ „ონლაინ“ მოთხოვნაზე ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები