2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მწვანე ინიციატივა - სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში

თიბისის ბიზნესდაჯილდოება - ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც 2016 წელს ბიზნესის პოპულარიზაციისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით შეიქმნა, ტრადიციას არ არღვევს და კონკურსს ყოველ წელს ახალი, საინტერესო და აქტუალური ინიციატივებით ამრავალფეროვნებს.

ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორების მიერ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს შორის საგანგებოდ აღსანიშნია განსაკუთრებული ჯილდო - მწვანე ინიციატივა, რომელიც თიბისიმ გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან (Global Climate Partnership Fund (GCPF)) ერთად დააწესა.

კლიმატური ცვლილებების შემსუბუქების პროცესში თავისი წვლილის შესატანად თიბისი წლებია, აქტიურადაა ჩართული. გუნდის მიერ შემუშავებული  გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS), რომელიც უზრუნველყოფს თიბისის მუშაობის შესაბამისობას გარემოს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ რეგულაციებთან. ამასთან, თიბისის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 14001:2015 სტანდარტის მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ თიბისის პოლიტიკა და გარემოსდაცვითი პრინციპები შესაბამისობაშია საერთაშორისო, ISO 14001:2015 სტანდარტებთან. თიბისი ახორციელებს სხვადასხვა  მნიშვნელოვან აქტივობებსა და ინიციატივებს გარემოსდაცვითი, მდგრადი ფინანსირებისა თუ გარე კომუნიკაციების მიმართულებით.

კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, აქტიურად ზრუნავს ბიზნეს სექტორიც. მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კამპანიების გააქტიურების ფონზე, თიბისიმ გადაწყვიტა მწვანე ინიციატივის  ბიზნესდაჯილდოების პროექტში ინტეგრაცია  და გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან ერთად წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაში განსაკუთრებული ჯილდო დააწესა მწვანე ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივებისთვის.

„პირველ რიგში, კლიმატური ცვლილებები საფრთხეს წარმოადგენს გარემოსა  და ადამიანისთვის. ამავდროულად , ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ დაბალი ემისიების ეკონომიკაზე გადასვლა, რაც, გარემოს დაცვასთან ერთად,  თავისთავად გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას და მდგრად ბიზნეს მოდელების განვითარებას.
თიბისი წლებია, მხარს უჭერს და აფინანსებს განახლებადი ენერგიის წარმოებას. კომპანიის შიგნით ატარებს  სხვადასხვა ენერგოეფექტურ ღონიძიებებს. ჩვენი მანქანების 60%-ზე მეტი ჰიბრიდულია, ჩვენი ოფისები - ენერგოეფექტური. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ წლებია, გარემოს დაცვა სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატივებში გვაქვს ინტეგრირებული. ამასთან,  გვინდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ პროცესში, წავახალისოთ ისინი და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ საუკეთესო მაგალითები. ამ წამოწყებაში მხარი დაგვიჭირა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდმა  GCPF,“ - ამბობს თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.

გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდი GCPF აქტივების მართვის ორგანიზაციის, responsAbility Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია და წარმოადგენს ინოვაციურ, საჯარო-კერძო საპარტნიორო ფონდს, რომელიც აერთიანებს როგორც საჯარო წყაროებიდან, ისე კერძო ორგანიზაციებისა და პირებისგან მოზიდულ სახსრებს, რომელთა ინვესტირებაც ხდება მწვანე ეკონომიკის განვითარებაში.

„ფონდი წლებია, აქტიურად აფინანსებს ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან  დაკავშირებულ პროექტებს. თიბისისთან ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში  პირველად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს:

1. კრიტერიუმების შემუშავება საუკეთესო მწვანე ბიზნესის შესარჩევად;

2. ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრებთან ერთად საუკეთესო ინიციატივის გამოვლენა;

 3 . ჯილდოს დაწესება გამარჯვებული კომპანიისთვის.

ჯილდო კომპანიის საჭიროებებზე იქნება მორგებული და შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ აქტივობეს, როგორებიცაა: ენერგო აუდიტი, უნარების გაძლიერება, ბაზრის კვლევა, საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობა და სხვა სახის მხარდაჭერა,“ - ამბობს ლევან ხმიადაშვილი, responsAbility Georgia-ს ენერგეტიკის სპეციალისტი. საუკეთესო კომპანიის შესარჩევად კრიტერიუმები GCPF-მ და ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე კომპანიებიდან სპეციალური ჯილდო - მწვანე ინიციატივისთვის - გადაეცემა კომპანიას, რომელიც გამოირჩევა მწვანე ინიციატივებით, რითაც ხელს უწყობს კლიმატური ცვლილებების შერბილებას და წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები